announcement
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება უნივერსიტეტის სტუდენტთა ანალიტიკური ნაშრომები/მოხსენებები ქართულ შრომის კანონმდებლობაში არსებულ შემდგომი საკანონმდებლო რეგულირების, მასში არსებული პრობლემატიკისა და სამართლებრივად ხარვეზების თაობაზე.
სადისკუსიო ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ ამ სფეროთი დაინტერესებული დამსაქმებლები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, პროფესიული კავშირების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენცია დასრულდება უნივერსიტეტის სტუდენტთა წარმოდგენილი ნაშრომებიდან საუკეთესო ნაშრომების გამოვლენით და დაჯილდოვებით. ამასთან ყველა ნაშრომის წარმომდგენს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატები.
მონაწილეები: საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, უნივერსიტეტის სტუდენტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დამსაქმებლების, პროფესიული კავშირების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული დაწესებულებებიდან მოწვეული პერსონალი.
თარიღი: 2 ივნისი, 2015 წელი
ადგილი: - 519 დარბაზი